monitors.ge შესახებ
ჩვენი ისტორია 1995 წლიდან იწყება, როცა კომპანია ჯერ კიდევ “Alma Plus”-ის სახელით
ოპერირებდა. განვლილი წლების გამოცდილება ,,ალმას” ისტორიაში სიახლეების,
შესაძლებლობებისა და ახალი გამოწვევების დასაწყისად იქცა. ამ ხნის განმავლობაში
კომპანიამ გარე რეკლამის ინდუსტრიაში უკონკურენტო ადგილი დაიკავა და შექმნა
სხვადასხვა სარეკლამო მედიუმები, ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი კი - სარეკლამო
მონიტორებია.
სწრაფად ცვალებად ბიზნეს სამყაროში ახალი შესაძლებლობების ძიება გამუდმებით
საჭიროა. „Monitors.ge“ საკუთარი პროდუქტების მრავალფეროვნებით გაძლევთ
შესაძლებლობას მოახდინოთ თქვენი სარეკლამო იდეის სწრაფი ცნობადობის ზრდა და
ბრენდის პოზიციონირება. აღსანიშნავია, რომ გარე მონიტორები მომხმარებელს ეხმარება
გამოკვეთოს აუდიტორიის წინაშე ავთენტურობა და გაზარდოს კომუნიკაციის
ოპერატიულობა მიზნობრივ აუდიტორიასთან.